ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, 2015 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, ლიბერთი ბანკთან გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებდა საერთო პროექტს „სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის (ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები)“.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „ლიბერთი ექსპრესი“-ს მობილური ფილიალების მეშვეობის მოსახლეობას საშუალება ქონდა ესარგებლა, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებებით, როგორიცაა: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა.

ლიბერთი ბანკი კვლავ განარძობს, აღნიშნული ლიბერთი ექსპრესის მობილური ფილიალების მეშვეობით სოფლის მოსახლეობის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას, როგორიცაა: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.